დიღომში ლიბერთი ბანკი გაძარცვეს

თავდასხმა ლიბერთი ბანკზე - დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში 25 წლამდე მამაკცი იარაღის მუქარით შეიჭრა. ამ დროისთვის უცნობია რა თანხის წაღება შეძლო დამნაშავემ.
მძარცველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარი