სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად გელბახიანი: მაქვს განცდა, რომ შსს-მ ჩართო მთელი ეს მანქანა, რომ ბასიანი გაეშავებინათ

„მე მაქვს განცდა, რომ შსს-მ ჩართო მთელი ეს მანქანა, არ ვიცი, რა მოტივები იყო ამ ყველაფრის უკან, რომ ბასიანი გაეშავებინათ,“ - ეს განცხადება კლუბ ბასიანისდამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

გელბახიანი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე დამფუძნებლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

„ეს გაშავების პროცესი არ ვიცი, სადამდე გაგრძელდება. შეიძლება, იქამდეც კი გაგრძელდეს, რომ რომელიმე დამფუძნებლის თავისუფლების საკითხი დადგეს,“ - აცხადებს გებახიანი.

ზვიად გელბახიანი აღნიშნავს, რომ შს მინისტრი მსგავს გამოხმაურებას არ მოელოდა. მან ასევე განაცხადა, რომ კითხვები ჩდება, ამდენ ხანს რა საგამოძიებო მუშაობები მიმდინარეობს კლუბში.

ვიდეო იხ: http://rustavi2.ge/ka/news/104112

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100