სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერების სოლიდარობის აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, აქციაზე მსვლელობისას სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.


როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მიემართებიან წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი სამი თანამოაზრეა გადაყვანილი.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეები მშვიდობიანი მსვლელობისას უსამართლოდ დააკავეს. ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.

ამ დროისთვის ბათუმში აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100