სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრმეგალაინისმიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს.

როგორც შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული .. და 1983 წელს დაბადებული ..

გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრმეგალაინისმიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული .. და 1983 წელს დაბადებული ..

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ..- მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული .. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ .. და .. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. ..- კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც .. ცხოვრობდა, „ნაგანისსისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ- 181- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100