სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს სიკეთის კეთებისა და გაჭირვებულთა დახმარებისკენ მოუწოდებს.

"არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ სიკეთის გზა. არიან ისეთებიც, რომლებიც ირჩევენ ბოროტებას - ეს ადამიანები განწირულნი არიან ჯოჯოხეთისთვის. უფალი ბრძანებს - მე ვარ გზა ჭეშმარიტი. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აირჩევს ამ გზას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიიღებს მადლს, წყალობას, სიყვარულს ამ გზიდან. ვისაც აქვს ჭეშმარიტი რწმენა, დიდი სიყვარული, ვისაც შეუძლია აპატიოს ცოდვები, ვინც ცდილობს სიკეთე გაუკეთოს სხვა ადამიანს, ვისაც აქვს მოთმინება, ის ბედნიერია, დგას ჭეშმარიტ გზაზე და მიდის ღვთის სასუფეველში", - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

მანვე დღეს გვარები: ფირანაშვილი, სამუკაშვილი, გულაშვილი, ჩირიკაშვილი, კობაური, მათ შორის პატრიარქის გვარი შიოლაშვილი დალოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100