ეს იმ მოზარდი თანაკლასელების ფოტოებია, ხარაგაულში ავარიას რომ ემსხვერპლნენ

16 აპრილს, ღამით ხარაგაულში ავარია მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ორი მეთერთმეტე კლასელი იჯდა, ხევში გადავარდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მიცვალებულები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მეგობარი ერთ-ერთი გარდაცვლილის ალეკოს დაბადების დღეს აღნიშნავდა, შემდეგ კი ავტომობილით ერთად წამოვიდნენ. შოთიკომ და ალეკომ მეგობრები სახლში დაარიგეს და ერთად ბრუნდებოდნენ უკან, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.

კომენტარი