პოლიციელი არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემის გამო დააკავეს - რძლის ცემისთვის დაკავებულია პოლიციელის ძმაც

კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი ოჯახში ...

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ბლუაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.

იაკობ ბლუაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძმასთან ერთად დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბლუაშვილს ბრალი ცოლის ცემის, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება.

შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეს 126 პრიმა მუხლით აწარმოებს, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

კომენტარი