"დილით ბავშვისთვის საუზმის მოსამზადებლად ავდექი, ახალ, გაუხსნელ პურში ასეთი სიურპრიზი აღმოვაჩინე" - ნახეთ, რა იპოვნეს იფქლის პურში

ინტერნეტ მომხმარებელი სოციალურ ქსელში ფოტოს ტვირთავს და აცხადებს, რომ იფქლის პურში კუდიანი არსება აღმოაჩინა:

"დილით ბავშვისთვის საუზმის მოსამზადებლად ავდექი, ნახევრად მძინარმა ახალ, გაუხსნელ პურში ასეთი სიურპრიზი აღმოვაჩინე. თვალებს არ ვუჯერებდი. კვების უსაფრთხოება სურსათის უვნებლობა სად ხართ? ქართო იფქლი რა ჰქვია ამ საოცარ სიურპრიზს, ინსტრუქციაც მოგეყოლებინათ #პატარაკუდიანიარსება " წერს მომხმარებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. პოსტს უამრავი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარი