ხანძარი დიღმის მასივში - ცეცხლი ფეხსაცმლის შემკეთებელ ჯიხურს წაეკიდა

დიღმის მასივის მესამე კვარტალში ფეხსაცმლის შემკეთებელ ჯიხურს ცეცხლი წაეკიდა. იყო ძლიერი დაკვამლიანება და საშიშროება იმისა, რომ ხანძარი საცხოვრებელ კორპუსზეც გადავიდოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ობიექტი კორპუსთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. როგორც ადგილზე მყოფი თვითმხილველი დრონი.ჯი-სთან საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი