სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა: ამ სურათზე უგრეხელიძეზე სამარცხვინო ეს გაბადრული ქალები არიან

გიგი უგულავას კომენტარი პაპუნა უგრეხელიძეზე:

საჯარო რეესტრში კაცების კვოტებია აშკარად მოსათხოვნი. ეს ხუმრობით. სერიოზულად: ეს ფოტო ანახებს, მაღალი და წრფელი მიზნების მიუხედავად, თუ როგორი არაფრისმომცემი და მავნებლურია ქალთა კვოტების შემოღება პარლამენტში. სტატუს კვოს შენარჩუნება, ქალთა მიმართ ძალადობის დაკანონება, ქალი დეკორაცია-ესაა კვოტები და ამ სურათის სათაური. ამ სურათზე უგრეხელიძეზე სამარცხვინო ეს გაბადრული ქალები არიან.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე, მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100