გუდაურში დაშავებული უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

კომენტარი