სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სითი პარკი“ ქალაქის მერის განცხადებასა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

16 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ „სითი პარკი“ გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხებს. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „სითი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სითი პარკში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100