სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს - მკვლელობაში შესაძლოა, მესამე პირიც ფიგურირებდეს

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს, 15:00 საათზე წაუყენეს.

მისი უფლებადამცველის, ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში შესაძლოა, მესამე პირიც ფიგურირებდეს. ადვოკატის განმარტებით საქმეში შავი ფერის BMW მარკის ავტომობილის მძღოლი ფიგურირებს. თუმცა, მისთვის უცნობია, აღნიშნულ პიროვნებას მოკლულთან რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იპოვეს. შსს-მ მომხდარზე გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100