ბუაჩიძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 ბავშვია

თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც სტაციონარში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დაზარალებულები მოინახულა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდება.

კომენტარი