"ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი" - აი რას წერდა "ბახალა" დაკავებამდე

"მეგობრებო ხვალ საქალაქო სასამართლოში ჩემი ბოლო სიტყვით სრულდება ეს საგიჟეთი და საბოლოო განაჩები დგება, ანუ ხვალ დაჩაქუჩდება და გადაწყდება სად ვიცხოვრებ უახლოესი რამოდენიმე წელი ქალაქგარეთ "კურორტზე" თუ ქალაქის ამ გაუვალ ბეტონის ჯუნგლებში თქვენთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას. ვისაც გაინტერესებთ და გეცლებათ მოდით ,კარს ღიას დავტოვებ არ მოგერიდოთ", - წერს ბახალა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს დღეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობი დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

კომენტარი