"წლების შემდეგ, როცა ვიღაც შვილი მის მამას ჰკითხავს, რა გააკეთა ჩემი ქვეყნისთვის რიგით მეოთხე პრეზიდენტმაო, მამა სულ რომ მარგველაშვილი იყოს გვარად, უპასუხებს..."

აი, რას წერს ტელეწაქმყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი მარგველაშვილზე დღევანდელი "არჩევანის" შემდეგ:


არ ვიცი რის მიხედვით ეძლევათ ადამიანებს შანსი, შევიდნენ საქართველოს ისტორიაში. შანს, ბევრი იყენებს და კიდევ უფრო მეტი ვერა. გიორგი მარგველაშვილს გაუმართლა და წლების შემდეგ, როცა ვიღაც შვილი მის მამას ჰკითხავს, რა გააკეთა ჩემი ქვეყნისთვის რიგით მეოთხე პრეზიდენტმაო, მამა სულ რომ მარგველაშვილი იყოს გვარად, უპასუხებს არაფერიო.

იგივე მამა, სულ რომ მამალი ქოცი იყოს და ჩამოთვლა სისხლიანი 9 წლით და ათასობით “გაუპატიურებული” ჯიგიტის ჩამოთვლით დაიწყოს, გაუჭირდება არ მოუყვეს შვილს, სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმეებიც. რაც არ უნდა სუბიექტური ვიყო, ისტორია მეორე ნაწილს უფრო იმახსოვრებს. აბა, წულუკიანებისთვის მსგავსს წიგნებში ფურცელი არასოდეს რჩება.

ჰოდა, პრეზიდენტ მარგველაშვილს აქვს შანსი საქართველოს ისტორიამ დაიმახსოვროს არამხოლოდ ბენდუქიძის ქეისით, როცა ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის გარეშე ტოვებდა სტუდენტებს, არამედ მასზე თქვან, რომ გარისკა. და გაასწორა საქართველოს ერთი სამარცხვინო ფურცელი.

სულ რომ მხოლოდ შეცოდებით იხელმძღვანელოს, ქაშმირის პიჯაკისთვის და იმისთვის, რაც თავად მარგველაშვილსაც გაკეთებული აქვს , საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტის გასამართლება ტეხავს. იმ ვიღაც მამას შვილისთვის მაინც ექნება რაღაც სათქმელი, თორე ოფიციალურ ვიზიტებზე გუმბარიძეც დადიოდა, მარა რა?

კომენტარი