სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას წერდა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული "ვოისის" კონკურსანტი თორნიკე მეცხვარიაშვილი სოციალურ ქსელში

მომღერალი და ექიმი თორნიკე მეცხვარიაშვილი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვნეს. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. თორნიკე 2012 წელს ქართული "ვოისის" მონაწილე იყო, მღეროდა და ამავდროულად მედიცინის სფეროში მოღვაწეობდა. ნახეთ, რას წერდა თორნიკე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში - მისი სტატუსი გერმანული "ვოისის" გამარჯვებულს ნათია თოდუას ეძღვნებოდა:

"მახსენდება ქართული X ფაქტორი და Natia Todua... ქასთინგზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სოფო ტოროშელიძემ უთხრა ,, არა,,, რადგან ხელოვნური მოეჩვენა მისი შესრულება... ნეტა გერმანელებმა რატომ ვერ დაინახეს ეს სიყალბე....
ფინალში ხმათა 50%-ით ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია....
გილოცავ ჩემო ტკბილო გოგოო... ძალიან მიყვარხარ...."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100