"ამ წუთებში გერმანიაში ებრძვის სიკვდილს... ექიმები ითხოვენ და თინათინი ბავშვის ბებიას არ აძლევს წამლების დასახელებას, წყევლის და ამუნათებს"

სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებელი ვრცელ პოსტს დებს პატარა გოგონაზე, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გერმანიის კლინიკაშია მოთავსებული. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"აი, ეს პატარა ლიზი ტორჩინავა, ამ წუთებში გერმანიაში სიკვდილს ებრძვის. ამ პატარას აქ დაეხმარა ,,სოლიდარობის ფონდი,, თავის დროზე, შემდეგ ბერი ანდრიას ფონდში იყო, უკეთებდნენ ქიმიას, რისგანაც ვენები საერთოდ დამწვარი აქვს, გერმანელი ექიმები ითხოვენ იმ წამლების დასახელებას, რასაც აქ დედა თინათინის ზედამხედველობით უკეთებდნენ ექიმები, თინათინი ბავშვის ბებიას არ აძლევს წამლების დასახელებას, წყევლის და ამუნათებს ,,სოლიდარობის ფონდს,, რატომ მიმართეოო, გერმანიაში რატომ წაიყვანე, აქ გაგეკეთებინათ ისევ ქიმიაოო. მე ეს ფაქტები გავასაჯაროვე და დღეს დედა თინათინის კედელზე მწყევლიან და ცილისმწამებელს მეძახიან! მათი ნამდვილი სახე უკვე გამოჩნდა, ნიღაბი ჩამოიგლიჯეს! ამ წუთას ბავშვია მთავარი, ლიზი უნდა გადარჩეს და მერე მართლა უნდა დაინტერესდეს ძალოვანი სტრუქტურები ფონდის საქმიანობით!"

კომენტარი