სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში ავტომობილი ორ მცირეწლოვანს დაეჯახა

გურჯაანში, კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი ორ მოზარდს გზის გადაკვეთისას დაეჯახა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავდმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა გონება დაკარგეს, სხვა მნიშვნელოვანი გარეგანი დაზიანება კი არ აღენიშნებათ. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100