სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციებს უკრაინის მასშტაბით აანონსებენ

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დღეიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ. ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოლგა გალაბალამ განაცხადა.

„დღეიდან უკრაინის ყველა ქალაქში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. გამოვალთ ჩვენსავე რაიონულ ცენტრებსა და ოლქებში მდებარე ადმინისტრაციებთან და მათ მშვიდობიან პიკეტირებას განვახორციელებთ“, - განაცხადა გალაბალამ კიევში, გუშინ გამართულ მიტინგზე.

მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მორიგი მარში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100