სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვილიშვილის დაბანვის დროს ბებიამ გონება დაკარგა და ბავშვი წყალში დაიხრჩო

შემთხვევა ოჰაიოს შტატში მოხდა - ბებია 7 თვის შვილიშვილს აბანავებდა, რა დროსაც გონება დაკარგა. როგორც გამოცემა New York Post იუწყება, ხნიერ ქალს რამდენიმე თვით ადრე ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, პერიოდულად ექიმები სხვადასხვა წამლებს უწერდნენ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესებულიყო. სწორედ ახალი წამლის გამო ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო და უგონოდ დაეცა აბაზანაში, პატარა ბავშვი კი, რომელიც ხელში ეჭირა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.

გოგონას დედა აბაზანაში მალევე შევიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც დროულად გამოიძახა, მანამდე კი თვითონ ცდილობდა ხელოვნური სუნთქვით ბავშვის შველას, თუმცა ახალშობილს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება დაღუპულის ბებიას, ის საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა პოლიცია გამოძიებას დაუდევრობით მკვლელობის მუხლით განაგრძობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100