აი, რა უთხრა ხორავას ქუჩაზე მოხმდარ ტრაგედიაში ბრალდებულის დედის წერილის ნამდვილმა ავტორმა დრონი.ჯი-ს

ორი დღის წინ მედია საშუალებების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა ხორავას ქუჩაზე მოხმდარ ტრაგედიაში ბრალდებულის დედის წერილი, რომლის ავტორიც ბრალდებულის დედა არ ყოფილა. წერილი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია საზოგადოებაში ახალგაზრდა ბლოგერმა ლაშა ზარატუსტრა ბაბუხადიამ დაწერა. დრონი-ჯი წერილის ავტორს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია თუ რა იყო აღნიშნული წერილის დაწერის მიზეზი და მოტივი. აი რა პასუხი გასცა ლაშამ დრონი.ჯი-ს:


ლაშა ზარატუსტრა ბაბუხადია: საზოგადოებას ჰგონია, რომ "მკვლელის დედა", არ შეიძლება იყოს განათლებული და არ შეეძლოს მსგავსი ლოგიკური წერილის დაწერა, და მიკრაფონებს რომ მიაჩეჩებენ ჟურნალისტები და კომენტარს ეკითხებიან და ხმას ვერ იღებს .... მათ აღქმაში არის გაუნათლებელი დაბალი გილდიის მქონე ფენის წარმომადგენელი, რომელიც მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად მაქსიმუმ ...

ეს წერილი არის ჩემს მიერ სოლიდარული აქტის დასაფიქსირებლად დაწერილი, დედის კულტის შეჯანჯღარებისა და "რა დედამ გშობა კომენტარების " წინააღმდეგ.

მიზანი ერთია, რომ, რაც შეიძლება მეტმა ნახოს და "მკვლელის დედა"- ზე უამრავი ნეგატიური პოსტი გააუნებელყოს, სხვა მოცემულობაში დაანახოს და დისტანცირება მოახდინოს პრობლემის და არასწორ აღზრდის სისტემას არ დაბრალდეს. ტრანსცენდენტური ძალებით ვერ მიიღწევა ეს, ამისთვის უნდა იგრძნო რა მდგომარეობაშია ახლა ის ქალბატონი.

ჰო კიდე სკეპტიკოსებისთვის კლასგარეშე საკითხავად ეს მიაწერე ... ფუკოს "დისციპლინა და დასჯას" გადავხედე კიდევ ერთხელ მომხდარი შემზარავი ამბის მერე. საინტერესო პასაჟია "Knowledge of the offence, knowledge of the offender, knowledge of the law: these three conditions made it possible to ground a judgement in truth. But now a quite different question of truth is inscribed in the course of the penal judgement. The question is no longer simply: 'Has the act been established and is it punishable?’ But also: 'What is this act, what is this act of violence or this murder? To what level or to what field of reality does it belong? Is it a phantasy, a psychotic reaction, a delusional episode, a perverse action?'It is no longer simply: 'Who committed it?’ But: 'How can we assign the causal process that produced it? Where did it originate in the author himself? Instinct, unconscious, environment, heredity? It is no longer simply: 'What law punishes this offence?’ But: 'What would be the most appropriate measures to take? How do we see the future development of the offender? 'What would be the best way of rehabilitating him?’ A whole set of assessing, diagnostic, prognostic, normative judgements concerning the criminal have become lodged in the framework of penal judgement." (Foucault, Discipline and Punish: The Birth of the Prison, 1979)

იხილეთ წერილი:

51 სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულის დედის წერილი საზოგადოებას…
,,რთულია და დაუჯერებელი გერქვას მკვლელის დედა. ალბათ ხალხს ეს მისდა დამოუკიდებელი მოვლენა ჰგონია, რომ არასდროს შეემთხვევა. თითქოს ირეალური ან საერთოდ არ არსებული დედაც ვგონივარ. აღმოთქვამენ: ,,რა დედამ გაზარდაო “(სამართლიანად). იტყვიან: ,,ჩემი შვილი ისე რუდუნებით მყავს აღზრდილი, აბა გაზრდილი კი არა მკვლელებად და რეციდივისტებად რო ზრდიან”.
შეცდომა აღზრდაში დავუშვი, სოციალური სიდუხჭირის გამო, მარტო ვზრდიდი დილით გასული ლუკმაპურისთვის გვიან ვბრუნდებოდი, ისე გვიან რომ ზოგჯერ დაძინებულიც მხვდებოდა. უკვე როცა აღარ მხვდებოდა დაძინებული ,,დიდი ბიჭი” იყო და დედისგან დირექტივებს აღარ იღებდა.


იტყვით როგორ ვერ შეამჩნიეთ ძალადობისკენ მიდრეკილებაო? როდის შემემჩნია? როგორც დაიწერა გარდაცვლილ ბავშვებზე ,,დილით დედამ სკოლაში მიიყვანა, საღამოს კი მკვდარი მოუსვენესო”. მე კიდე, დილით არასდროს არ მიმიყვანია 9 წლის შემდგომ ბავშვი სკოლაში. არა-არა- ვერ! (მიწერა მინდოდა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსთქო,მაგრამ ნამეტანი გროტესკულია). აღზრდის და განათლების პრობლემაზე ვსაუბრობთ, ასევე ნულოვანი ტოლერანტობის იდეაც გაჟღერდა. მაგრამ ისევ არასწორი მიდგომაა, თავისთავად პრობლემაა დაწყებითი განათლების სისტემაში მსგავსი ვანდალური ფაქტი, მაგრამ ვინ ჩადის ამას? ისევ ამ სისტემის ბენეფიციარი,15-17 წლის ბიჭები.


როგორც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ორი ბიჭის ფატალური სიკვდილის ტრაგედია, როგორც მოცემულობა- საზოგადოებისთვის, ასეთივე მნიშვნელობისაა საზოგადოებაში ნასაზრდოები ამ მოქმედების შემსრულებლის არსებობა. კიდევ მინდა ყურადღება გავამახვილო ,,რაზბორკის” წევრთა იდენტურ ასაკთან. რთულია იყო დედა, როცა კვირაში ერთხელ ნახულობდი შვილს და განსაკუთრებით რთული იქნება ახლა, როცა უფრო დიდი დრო დამჭირდება ამისთვის,(ვაცნობიერებ რა სამსახურს რომ თავი დავანებო უარეს უკიდურესობაში აღმოვჩნდებით) მონატრების ინტერვალი გაიზრდება და წინაღობად რკინის ,,კლეტკები” დაემატება.


საზოგადოებას – სანამ საბოლოო ვერდიქტებს გამოიტანდეთ (ხშირად,სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე მეტად დასჯადი) , სიტუაციიდან დისტანცირება მოვახდინოთ მოცემულობის. უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგევარ(თ), არ მინდა სამართლებრივ სივრცში გადავიტანო ეს წერილი, თუმცა კი გასააზრებელია, რომ მხოლოდ ბულინგის მსხვერპლები თუ მოახდენენ ამ ბრუტალური აქტის ჩადენას, ამდენი ჭრილობის მიყენებას -განაწყენებულ ექსტაზში მყოფი ადამიანი, შეურაცხადი,აფექტურ მდგოამრეობაში …

თუ დედის დასჯის სურვილი ამოქმედებს ვინმეს, ტყუილად გაირჯებით, ეს უკვე ჩემმა შვილმა გააკეთა. ხოლო სოლიდარობის გამოცხადების სურვილის მქონე იმ უმცირესობას მადლობა ემპათიურობისთვის და ვცადოთ,რომ პრობლემის დისტანცირება მოვახდინოთ,როგორც საერთო პრობლემისა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნუ ვიქნებით ისეთ აფექტურ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ ისეთი ბრუტალური გადაწყვეტილებები მიიღება,როგორიც ზემოთ ვახსენე. ოიდიპოსურ სინდრომის მოძულეთა და სკეპტიკოსებისთვის- ჰო ჩემი შვილს, მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ბილწსიტყვაობა სჩვეოდა, ბევრეჯერ ,,მიგინებდა”. ისევე, როგორც სხვა მრავალი საკუთარ დედებს. ბოლოს გვახსოვდეს, ჩვენი ინდივიდუალურ ვერდიქტებსაც, თუნდაც მიმართული- სოციალური პარადიგმის შეცვლისკენ და სასამართლოს ნებისმიერი ინსტანციის განაჩენს. მაინც ერთი ერთი ვინმე განსჯის ზემოთ”.

კომენტარი