სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცნაზი მიხეილს სააკაშვილის სახლთან - ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ამის შესახებ სააგენტო LIGA.net იუწყება.

„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“ - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.

იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, გამორიცხული არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია მოხდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ NewsOne-ს განუცხადა.

„ამის საშიშროება მართლაც არსებობს. არსებობს ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება. მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება“ - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100