სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის, ლევაის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ეკლესიაში დადუნაშვილის ოჯახის წევრები, კლასელები და ახლობლები იმყოფებიან.
ლევან დადუნაშვილს დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი, მე-11 კლასის მოსწავლე ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დათო სალარიძე 2 დეკემბერს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ხუთი პირი დააკავა. მათგან ორს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო სამს - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100