სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არაოფიციალური ინფორმაციით ახმედ ჩატაევის ცოლი..."- ელისო კილაძე ჩატაევის ცოლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

"არაოფიციალური ინფორმაციით ახმედ ჩატაევის ცოლი აინა მარგოშვილი პანკისის ხეობაში იმყოფება.
ათიოდე დღის წინ თურქეთში მიფრინავდა,მაგრამ აეროპორტში არ გაატარეს "! - ამ ინფორმაციას და ჩატაევის ცოლის ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ახმედ ჩატაევი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ტერორისტია, ამის შესახებ "არჩევანში" ჩართვის დროს უკრაინაში მებრძლმა პოლკოვნიკმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ჩატაევი ლაფანყურის ოპერაციის დროს დაკავებული და სასამართლოდან 2013 წელს გათავისუფლებული პირია. ის გათავისუფლების შემდეგ სირიაში ისლამური ხალიფატის მიერ გამოცხადებულ ვიდეოში გამოჩნდა. მოგვიანებით ახმედ ჩატაევი აშშ-მ განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100