სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი,"-გახარია ბათუმის ხანძარზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ჩასვლის და სასტუმრო "ლეო გრანდთან" ვითარების გაცნობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქმე გადაკვალიფიცირებულია.

„საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით რაც ნიშნავს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ამოცანა. ეხლა დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია 11 დაღუპულის შესახებ. საბოლოო ინფორმაცია გახდება ცნობილი მას შემდეგ რაც მეორადი დათვალიერება გასრულდება შენობის,“-აცხადებს გახარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100