სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინას მოუწევს საკუთარ გუნდს პასუხი აგებინოს შეცდომაზე, რომელმაც საერთაშორისო სკანდალში გაგვხვია

ნანუკა ჟორჟოლიანი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხმდარ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას ახლდანდელ მთავრობას აკისრებს და ნახეთ რას წერს:

„არსებობს თემები, რომლითაც პოლიტიკის კეთება არ შეიძლება. განსაკუთრებით საკუთარ ქვეყანაში. ასეთი იყო ლაფანყური, რომელიც ერთ დღეში აქცია მაშინდელმა ოპოზიციამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ არენად.

აი, როდის და მაშინ არ ახსოვდათ, რომ სიფრთხილე აუცილებელი კი არა, ერთადერთი გამოსავალი იყო. გამოაცხადეს საქართველო ჩეჩნური დაჯგუფების სატრანზიტო კორიდორად. რუსებმა კი არა, ქართველებმა, ოპოზიციამ. მოტივი ერთადერთი იყო, ხელისუფლების ზიზღი.

მერე თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში და შეიწყალეს "პოლიტიკური დევნილები", რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ სტამბოლის აეროპორტი ააფეთქეს და იგივეს აქ აპირებდნენ.

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამნისტიაზე? ბესელია თუ ღარიბაშვილი? თორემ ბოდიშს რომ არავინ მოიხდის ლაფანყურის თემაზე ზუსტად ვიცი. ხელისუფლებას მოუწევს სიმართლის მოყოლა. და ბიძინას მოუწევს საკუთარ გუნდს პასუხი აგებინოს შეცდომაზე, რომელმაც საერთაშორისო სკანდალში გაგვხვია. ისეთში, როგორშიც ეს ყვეყანა არასოდეს ყოფილა“!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100