სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელის გარდაცვალება არ დასტურდება

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილი სპეცრაზმელის გარდაცვალება არ დასტურდება. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, სპეცრაზმელს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ახლა რეანიმაციაში იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატის ქვეშ.
"პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100