"არ გემშვიდობები ჩემო დახატულო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები" - აი რას წერენ ბათუმში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ახლობლები

გუშინ დილით ბათუმში 23 წლის უმშვენიერესი მაგდა ჯაფარიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მოხდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა თრომბის შედეგად გარდაიცვალა.

მაგდამ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. მშაობდა "ომეგა მოტორსში“. გოგონა გატაცებული იყო ხელნაკეთი ნივთების დამზადებითაც. მის მიერ შექმნილ საყურეებსა და საკმაულებს ბათუმში სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდა.

23 წლის მაგდას გარდაცვალებაზე მისი ახლობლები და მეგობრები სევდიან პოსტებს აქვეყნებენ: "ეს წლების წინ გადაღებული სურათია. წლებია ვინახავ, ოღონდ აქ არ უნდა დამედო, ისე, ჩემთვის მქონდა... თურმე წარსულიც გახდებოდი ჩვენო მაგდუშა, უფალმა სამუდამო სასუფეველი დაგიმკვიდროს. ლიკა შენ კი გამძლეობა მოგცეს ღმერთმა, ასეთ უმწეო გოგონას რომ დაკარგავ, მართლა დიდი ძალა გჭირდება. არ მჯერა, არც მინდა დავიჯერო და ვერც დავიჯერებ იმას, რომ შენ უკვე წარსული ხარ მაგდა! სიცოცხლით აღსავსე, თვალებგაბრწყინებული გოგონა იყავი და ყოველთვის მიზნისკენ მიისწრაფვოდი! სიკვდილი შენი მიზანი არ იყო! ღმერთო, მართლა როგორ მეტკინა გული და სული! ჩემთვის შენ მუდამ იქნები ცოცხალი."

"სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საიდან დავიწყო არც ეგ ვიცი, რა ვთქვა რა გავაკეთო, უძლური ვარ ამ ყველაფრის წინაშე ჩემო პაწაწინა. უძლური ვიყავი დღეს ვერაფრით ვერ გიშველე, ვერაფერი ვერ გაგიკეთე, მარტო ვტიროდი და მეგონა შენს თოჯინას ასე არ დატოვებდი ასე არ მიმატოვებდი, ასე უცებ ხელიდან არ გამომეცლებოდი. ჩვენ ხომ იმდენი გეგმები გვობდა ღმერთო ასე რატო გაგვწირე რატო წაგვართვიბეს გოგო. არ მჯერა, თვალებსაც ვერ ვუჯერებ მასე რომ გნახე იმდენი გეფერე იმდენი გეხუტე მეგონა ისევ ისე ტკბილად გეძინა ჩემო გოგო. დედა ეს რა დღე გამითენე ღმერთო ჩემი პატარა წამართვი ჩემი გიჟი გადარეული. აწი ვინ დამირეკავს და ვინ გამომივლის, ვისთან ერთად მოვივლი ბათუმს. ჩემო ლამაზო, ჩემო სიამაყევ, უჩემოდ რომ სადმე მიდიოდი სულ გიბრაზდებოდი და სულ დამცინოდი ჩემი ეჭვიანიო. აწე ვისზე ვიეჭვიანო აწი ვის დავურეკო ჩემო მაგდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთი მწარე ხარ. დღე არ გასულა უშენოდ ჩემო პატარა რომ არ მენახე, ჩემო სიყვარულოო ჩემო გამორჩეულო ვაიმე ამ სურათებს რომ ვუყურებ არ მჯერა რო აღარ ხარ ღმერთო რატომ.. მე შენსავით გამორჩეულად ვერ ვწერ, მაგრამ ჩვენს მეგობრობას არ ჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები. ძალიან მაკლიხარ უკვე და უშენობა მანადგურებს, ჩემო პატარა დაიკო, რომელიც არ მყოლია, შენ იყავი ჩემი პატარა და საყვარელი. არ გემშვიდობები ჩემო დახატულო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები, მუდამ ცოცხალი მემახსოვრები."

"ბიძაშვილის გოგო იყო, არაფერი ჭირდა აწუხებდა, დილით ლოგინში მკვდარი იპოვეს. უსასრულოდ კარგი, თბილი და წარმატებული გოგო იყო."

"ყველაზე თავზარდამცემი ამბავია ეს ჩემთვის... როგორი შრომისმოყვარე, თბილი, ტკბილი და გემრიელი გოგო იყო... წინ და წინ მიდოდა სულ... სიკვდილი არ იყო მაგდას ჩანაფიქრი... მარადისობა ხარ... ჩემო ანგელოზო... როგორ მტკივა შენი სახელიც კი ..."

"ჩემი მეუღლე მაშველია და სწორედ მან მახა ეს ფაქტი. გარდაცვლილი იყო საწოლში, მეტი არაფერი იციან."

კომენტარი