"მაცადეთ ცხოვრება, სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ, რომ ცოცხალი ვარ!" - მაია ასათიანი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ტელე წამყვანი მაია ასათიანი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება. საქმე ეხება კაბას, რომელიც გადაცემის ანონსში აცვია. მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ინტერნეტ მომხმარებლები წერდნენ, რომ შვილ გარდაცვლილ დედას ასეთი დეკოლტე არ ეკადრებოდა. მაია მსგავსი ტიპის კომენტარებს ასე პასუხობს:
"ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად - ნუცას გარდაცალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები? თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი გაგიჟდაო იტყოდით. მაცადეთ სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ რომ ცოცხალი ვარ ! დავიღალე თქვენთან ბრძოლით! " - წერს მაია პროფილის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარი