საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები - რომელი სამინისტროები ერთიანდებიან და ვინ უხელმძღვანელებს მათ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტრო გარეთიანდება. ცვლილებების შედეგად ასევე წარადგინა ახალი მინისტრები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, რომელსაც მიხელი გიორგაძე უხელმძღვანელებს, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი განათლების სამინისტროს შეუერთდება, მინისტრის პოსტს კი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნობის სამინისტრო. მინისტრის პოსტს კი ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

რაც შეეხება ფინანსთან სამინისტროს, მისი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე იქნება.

ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება და მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სტრუქტურული ცვლილებები მეტ პროგრესს მოემსახურება და ხელს შეუწყოფს თანამედროვე სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას.

კომენტარი