ახალგაზრდა მამაკაცმა ქალი მოკლა, რადგან ის თავის ტრანსგენდერ მამაში აერია

28 წლის კოლორადოელი პეიშენს სტიუარტი ოთხი გასროლით მოკლა 19 წლის ჯოზეფ საუერმა, რომელიც მეტანფეტამინზე იყო დამოკიდებული და გარდაცვლილი თავის ტრანსგენდერ მამაში აერია. მკვლელობიდან მალევე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამნაშავე თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განერვიულებული უყვებოდა სამართალდამცავებს, რომ საკუთარი მამა მოკლა და ამის გამო ძალიან იყო დათრგუნული.

როგორც გაირკვა, ჯოზეფმა საღამო ხანს ქუჩაში ტრანსგენდერი გოგონა დაინახა და არაფხიზელ მგომარეობაზე ვერ გააანალიზა მისი რეალური ვიზუალი, ეგონა ის თავისი მამა იყო, რომელიც ასევე ტრანსგენდერია და გადაწყვიტა მოეკლა.

ნადვილი მამა კი, რომელსაც გარდაცვლილთან არანაირი კავშირი არ აქვს, აცხადებს, რომ თავისი შვილი ნარკოტიკების გამო ბოლო პერიოდში ძალიან აგრესიული გახდა და ამიტომ ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ.

კომენტარი