დღეიდან ანაკლია საკურორტო ქალაქი ხდება

ანაკლია დღეიდან საკურორტო ქალაქის სტატუსს შეიძენს.

ქალაქში ჩასულ დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურა და ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული კილომეტრნახევრიანი ბულვარი დახვდებათ.

ანაკლიაში სასტუმროების, ფეხბურთის სტადიონების, კალათბურთის მოედნებისა და სხვა სპორტული თუ დასვენების ობიექტების მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენდება ორი ახალი სასტუმრო და ევროპაში ყველაზე დიდი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან დააკავშირებს.

დღეიდან ანაკლიაში გრანდიოზული აკვაპარკის მშენებლობაც დაიწყება.

ევროპულ დიზაინზე მოწყობილი ამფითეატრში დღეს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს.

ერთსაათიან კონცერტზე სოფო ხალვაში, ვაჟა მანია, ნატო გელაშვილი და გიორგი უშიკიშვილი იმღერებენ. კონცერტს ნინო სურგულაზე დაასრულებს სიმღერით – “აფხაზეთო ჩემო”. ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის პირველი დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ანაკლიის განახლების იდეა პრეზიდენტს ეკუთვნის.

კომენტარი