"უშენოდ მოგვიწევს შენი სახელობის ვარსკვლავის გახსნა, რომლისთვისაც ასე ვემზადებოდით" - ნახეთ, რას წერს დათო ოქიტაშვილი

დავით ოქიტაშვილმა ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა დააანონსა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემო ლიკა!!! რთულია უშენობა!!!! უშენოდ მოგვიწევს შენი სახელობის ვარსკვლავის გახსნა, რომლისთვისაც ასე ვემზადებოდით!!! ძალიან მოგვენატრები. ბოდიში ვერ გიპატრონეთ და ვერ გაგიფრთხილდით ისე, როგორც ამას შენ იმსახურებდი" - წერს დათო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბრის საღამოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ის 19 ოქტომბერს გამოფენის გახსნისთვის ემზადებოდა, ხოლო ძალიან მალე მისი სახელობის ვარსკვლავიც უნდა გახსნილიყო. ორივე მოვლენა ახლა მის გარეშე, თუმცა მაინც შედგება.

კომენტარი