"ყველას შეყვარებული იყო, მთელი საქართველოსი" - აი. რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლიკა ქავჟარაძეზე

აი. რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლიკა ქავჟარაძეზე, მსახიობის გარდაცვალების შემდეგ:

იმდენად გამორჩეული იყო, იმდენად სინათლის მფრქვეველი, ყველას შეყვარებული იყო, მთელი საქართველოსი, განურჩევლად ქალის თუ კაცის.
ვერ ვიტყვით, რომ ვერ რეალიზდა, - ხელოვანს ერთი საკულტო როლი, ერთი შედევრი, ერთი სიმღერა, ერთი გენიალური ლექსი, ერთი ბრწყინვალე გაელვება სრულიად ყოფნის, რომ უკვდავი გახდეს და თავი დაიმკვიდროს საუკეთესოთა შორის და ლიკამ ეს შეძლო, მაგრამ მაყურებლისთვის სამწუხაროა, რომ ისე ჩაკვდა ქართული კინო, ბოლო ათეულ წლებში მის და არამარტო მის პოტენციალს გასაქანი ვეღარ მიეცა. სამწუხაროა, როცა გამორჩეული ნიჭის ადამიანებს ქვეყნის ყირამალობის გამო საკუთარი პროფესიის შიმშილი აწუხებთ.
ქალი ლაჟვარდოვანი ღიმილით.

კომენტარი