სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ 4 წლის განმავლობაში აი ამ პატარა გოგონამ ისეთი სიმამაცე, გამძლეობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა"

"თამარი 4 წლისაა. ამ 4 წლის განმავლობაში აი ამ პატარა გოგონამ ისეთი სიმამაცე, გამძლეობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა, რომ გულწრფელად გაოგნებული და ამაყი ვარ მისით. 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ კი გაჩნდა გამარჯვების იმედი და რეალური შანსი, რომ თამარი საბოლოოდ დადგეს ფეხზე. მჯერა, ამჯერადაც დაამტკიცებს, რომ მაგარი გოგოა. მჯერა, რომ ძალიან მალე დამოუკიდებლად შეძლებს სიარულს, სირბილს, თამაშს და ბევრი წლების შემდეგ ალბათ ერთადაც ვიცინებთ ამ ყველაფერზე.


მანამდე კი ჯერ გადამწყვეტი და ყველაზე მძიმე რაუნდია წინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ თამარის ძალისხმევა აღარაა საკმარისი. დღეს მას ჩვენი, ჩემი და შენი დახმარება სჭირდება!

დეტალურად აღარ დავწერ რამდენი, სად და როგორ. სამედიცინო პროცედურა ტარდება საზღვარგარეთ, არის თავისთავად ურთულესი, ძალიან მტკივნეული და ძვირადღირებული. თითოული დაკარგული დღე კი ახლა თამარისთვის ხელიდან გაშვებული შანსია. ჩვენს მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მივცეთ ეს შანსი ამ მამაც გოგონას!!


GEL:
TBC Bank-GE36TB7497445165100008
Bank of Georgia-GE56BG0000000874041000

USD:
TBC BANK
USD Account:
GE72TB7004974366100015
Beneficialy:TAMRIKO SESIASHVIlI

Bank of Georgia- GE56BG0000000874041000
SWIFT: BAGAGE22
Beneficialy:KHUBULAVA MARIKA

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100