ზაზა კოლელიშვილი: ლიკა ქავჟარაძეს თავის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონია

აბაშიძის ქუჩაზე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელ სახლთან მისი მეგობრები იკრიბებიან. მათი ნაწილი გარდაცვლილის სახლში უკვე იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილი მსახიობის სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა ზაზა კოლელიშვილმა განუცხადა, ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის გამოფენის მოწყობას გეგმავდა.

ზაზა კოლელიშვილის აზრით, მსახიობს არ ჰქონდა რაიმე მიზეზი, რაც სუიციდისკენ უბიძგებდა. „ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია. მას ვესაუბრე ტელეფონით და აქტიურად ემზადებოდა გამოფენისთვის. გარდაცვალების მომენტში, როგორც მე ვიცი, ის მარტო იმყოფებოდა სახლში. მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს. სხვა ისეთი არაფერი ვიცი. ახლაც გაოგნებული ვარ. ეს არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი“, - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-მუხლით დაიწყო

კომენტარი