გლდანში და-ძმის ცხედარი იპოვეს

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები - და-ძმა არიან. ქალი დაახლოებით 60 წლისაა, მამაკაცი კი 70 წლის.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარი