სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემქაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა თემქაზე, ”უნივერსამის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და დაჭრილია ერთი ადამიანი.


მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი დანაც დაარტყეს.
თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილს გოგონაც ახლდა, რომელიც პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ უკვე დაკითხეს თვითმხილველები, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100