სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუროგატი დედა მიმღებ მშობლებს თავისი პირმშოს სიკვდილში ადანაშაულებს

სკაილა ჰილერი იატაკზე დავარდნისას მიყენებული ძლიერი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა 10 თვის გოგონას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთა, თუმცა ქირურგიულმა ჩარევამ ბავშვი ვერ გადაარჩინა. სუროგატი დედა სარა ჰილერი, რომელსაც დაეკისრა გოგონას აპარატიდან გამოთიშვის ნებართვაზე ხელის მოწერა, მომხდარში თავისი პირმშოს მშობლებს ადანაშაულებს:

„მე მეგონა, რომ ჩემი გაჩენილი ბავშვი მიმღებ მშობლებთან უსაფრთხოდ იქნებოდა, თუმცა როდესაც დამირეკეს და საავადმყოფოში მივედი, ნანახმა შემძრა - სკაილას თავზე ძლიერი დაზიანება ჰქონდა მიღებული, ამ ტრავმის გამო კი ცალი თვალი მთლიანად ჰქონდა გაჩავებული. პატარას დედა ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა იყო, თუმცა მე ამის არ მჯერა. რამდენიმე წუთით მოვასწარი სკაილასთან ჯდომა, ჩემს ხელში დალია სული პატარამ“.

სკაილა ვადაზე 8 კვირით ადრე დაიბადა. ორი კვირა სამშობიაროს ინტენსიურ პალატაში იწვა სუროგატ დედასთან ერთად. ამ დროის განმავლობაში სარა ისე მიეჩვია პატარას, რომ მისი დათმობა ძალიან გაუჭირდა. ჰილერმა სასამართლოსაც მიმართა საჩივრით და მოითხოვა, რომ ბავშვი მასთან დაეტოვებინათ, თუმცა პროცესი წააგო. დარჩენილი 10 თვე სარა არ კარგავდა იმედს, რომ პატარა ოდესმე დაუბრუნდებოდა მას. სკაილას გარდაცვალება სუროგატი დედისთვის, რომელსაც საკუთარი ოთხი შვილი ჰყავს, ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა - წერს გამოცემა Daily Mail.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100