სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიკა შუბითიძე 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს: არ დამავიწყდება დედაჩემის შეშინებული ხმა... ჩემი ოჯახი მაშინ გადარჩა...

მომღერალი, ლიკა შუბითიძე, რომელიც ამჯამად ქმარ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს ასე იხსენებს აგვისტოს ომის მოვლენებს. ლიკას ოჯახი 2008 წელს გორში ცხოვრობდა და ის ქარცეცხლი გამოიარა, რასაც აგვისტოს ომი ჰქვია. მომღერალი ქმართან ერთად გადაღებული ამ ფოტოთი აპროტესტებს გავლებულ მავთულხლართებს და რუსეთის ოკუპაციას. ლიკა შუბითიძის ემოციური ტექსტის თარგმანს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

07 = 08 = 2008

- შუადღე. ჩვეული დღე მეგობრებთან ერთად. არავინ არაფერს ამბობს. არავინ არაფერი იცის. ჩვეულებრივი დღე იყო, როგორც ყოველთვის ისეთი კარგი დღე...

- ღამე. ვმღეროდი ბარში ჩემს ბიძაშვილთან ერთად. ხალხს მოსწონდა ჩემი მუსიკა, მაგრძნობინებდნენ დიდ სიყვარულს და ამ ემოციებისგან დამუხტული მეც უფრო და უფრო უკეთ ვმღეროდი. მოგვიანებით მე და ჩემს მეგობრებს საღეჭი რეზინი მოგვინდა და გავედით სუპერმარკეტში. ქუჩაში რატომღაც ბევრი ჯარისკაცი მოძრაობდა. გვეუცნაურა, თუმცა ვერაფერს მივხდით და არაფერი გაგვიგია.

-ღამე. კარგად ვგრძნობ თავს კარგი მუსიკალური ღამის შემდეგ. წავედი, რომ ჩემს ყოფილ ქმარს შევხვედროდი, რომელიც მალე გაემგზავრება გაერთიანებულ სახელმწიფოებში. მე ვარ ამ ამბით დამწუხრებული და მოხარული ამავე დროს. თითქმის შევაღე მისი სახლის კარი და ამ დროს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეკითხება: შენი ოჯახი კარგადაა?...

რუსეთმა ჩემი მთავარი ქალაქი დაბომბა. ჩემი ოჯახი იქაა. ...

როგორც კი ეს გავიგე, დაუყოვნებლივ დავიწყე დედაჩემთან დაკავშირება. არ იყო კავშირი, ძალიან ვინერვიულე. საბოლოოდ, როგორც იქნა მესმის მისი შეშინებული ხმა. არ მახსოვს დედაჩემის ასეთი შეშინებული ხმა არასდროს...

...............ჩემი ოჯახი მაშინ გადარჩა. ბევრმა ადამიანმა კი ვერ შეძლო გადარჩენა ...

08 = 08 = 2008

რუსებმა ჩემი მშობლიურ ქალაქი დაბომბეს. დაბომბეს ჩემი ქვეყანა....

- დღეს. რუსეთმა მავთულხლართების გავლება დაიწყო და ე.წ. საზღვარს კიდევ და კიდევ სწევენ. იპარავენ ქართულ მიწას, სვამენ ქართულ სისხლს სადილად.

რუსო ოკუპანტებო, ჩამოშორდით და გაეშვით საქართველოს!!!



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100