"მოსაწევს" არ ეწევი? არც დრაგებს იღებ? ეე რამდენს კარგავ ტოო, აბა რით კაიფობ? - ასეთ შეკითხვებს მინდა ერთიანად ვუპასუხო"

"მოსაწევს" არ ეწევი? არც დრაგებს იღებ? ეე რამდენს კარგავ ტოო, აბა რით კაიფობ? - ასეთ შეკითხვებს მინდა ერთიანად ვუპასუხო - გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საინტერესო კითხვებს სცემს პასუხებს:

არა, არ ვეწევი/ვიკეთებ/ვიყნოსავ/ვყლაპავ, თუმცა იმაზე გაცილებით დიდ "კაიფს" ვიღებ, ვიდრე სადღაც ბნელ კუთხეში, დახვრეტილი ბოთლით ჩაცუცქული ადამიანები.

...ვიღებ ადამიანებისგან, მოგზაურობისგან, კარგი ღვინით და არყითაც, ადრენალინისგან, მიღწეული მიზნებისგან, დაგეგმვის პროცესებისგან, საინტერესო თამაშებისგან და ექსპერიმენტებისგან, წიგნებიდან, ფილმებიდან, მუსიკიდან, თავგადასავლებიდან, მრავალი სხვა წყაროდან.

და იმდენად მძაფრი, ფერადი და ძლიერია ჩემი ყველა ემოცია თუ შეგრძნება, რომ საერთოდ არ სჭირდება ჰაშიშებით, ბიოებით, ჰეროინებით, ექსტაზებით და ა.შ. ხელოვნური "გაძლიერებები".

ჰოდა, ჩემი ცხოვრება კი ამ ყველაფრის გარეშეც ძალზედ საინტერესოა, მაგრამ პოტენციურ თუ შემდგარ თვითმკვლელებთან დაკავშირებით წარმოდგენაც ვერ მაქვს რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

ვერც კანონის გამკაცრება, ვერც შემსუბუქება, მეტი წინდახედულობა და მეტი, მეტი ტვინი, ალბათ და მხოლოდ...

p.s. კიდევ რამდენი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ამ ყველაფერს, რომ იდიოტმა პროპაგანდისტმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს, შეიგნოს, შეიგნოს..

კომენტარი