მაკა ჩიჩუა: გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს .... რომელიც განსაკუთრებული ზიზღითა და გამეტებით გაიმეტეს სასიკვდილით და სალანძღავად

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ნათია ფანჯიკიძის პოსტს გამოეხმაურა:

არ მინდა ხოლმე ასეთ ამბებს ფბ ქსელით გამოვეხმაურო ... ვცდილობ არ ჩავერთო განსჯა / განკითხვაში , მაგრამ ერთერთი ბოლოს შემხვდა Natia Panjikidze ის პოსტი .... ამ ამბავთან დაკავშირებით სხვა ადამიანებმაც გამოხატეს წუხილი , დარდი სხვადასხვა მოსაზრება და უმრავლესად პრევენციული ზომების მიღების საჭიროებას ვხედავთ ყველა...
თუმცა სანამ მაქამდე მივალთ მინდა გითხრათ პრევენცია და გადარჩენა კი არა ... ამ პოსტის ქვეშ , ისეთი გამეტებით და სისასტიკით წერენ რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ღირსია ასეთი შედეგის ... აბა რა ეგონა ... რომ სადარდებელი სულაც რ არის და ა. შ. თანაც ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს ეს არ არის ორი სამი ადამიანი .... ჰოდა მინდა გითხრათ არავინაა დაცული იმისგან რომ თქვენს შვილს , შვილიშვილს, ახლობელს ან ნებისმიერ ახალგაზრდას არ დაემართოს ... ნუ გაიმეტებთ ... ეს გოგო მოიწამლა ... ქვეყანაში მოწამლული ნივთიერება შემოაქვთ... ერთი მოხმარებით ასეთი შემძიმე შედეგი არ დგება თუ არა რომ საწამლავს ურევენ...
მაგრამ აქ ,ამ შემთხვევაში ნარკოტიკია ნახსენები და გამიყენებული , ამიტომ მავანს ნარკოტიკის ხსენებაზე და გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია .... მაშინ აქვე გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს .... რომელიც განსაკუთრებული ზიზღითა და გამეტებით გაიმეტეს სასიკვდილით და სალანძღავად :(((((
იმ შემთხვევაში რა იყოოო ? პატარა ჯანმრთელი , ლამაზი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და სასწაულით გადარჩა ...
სიტყვას დიდი ძალა აქვს ... ხოდა "მორალისტებო " სანამ ადამიანს გაიმეტებთ სალანძღავად იქნებ ათამდე მაინც დაითვალოთ და ჭეშმარიტად სიკეთის გზა აირჩიოთ თუნდაც ეგოისტურად .. საკუთარი თავის (სულის) გადასარჩენათ ...
წარმატებებს გისურვებთ ყველას.

ცნობისთვის, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ,,ჯემფესტზე'' გარდაცვლილი გოგონას გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა", დიდი ვარ და გამბედავიო და რომელიღაც ნივთიერება მიიღო.
ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ყველა თავშეყრის ადგილას ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება. და რადგან ასეთი "წყობისას" ნარკოტიკი და მისი მასიურად შემომზიდავი "უხილავია" სავარაუდოდ თავადვე ამ ბიზნესის მონოპოლისტი ხელისუფლებისთვის, არანაირი ზომა არაა მიღებული, ლეტალური შედეგების რისკის შემცირებისთვის. ახლომახლო სამედიცინო გაძლიერებული მეთვალყურეობაც კი, რაც მსგავს ღონისძიებებზე ნარკოტიკის სიმრავლის გარეშეც უნდა იყოს.

და კიდევ, - სიგარეტის ნაცვლად გვირილის გაღეჭვა მშვენიერია, მოწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება, თუმცა სიგარეტისგან ადამიანი ისე ნელა კვდება, რომ სულო ცოდვილო, გაიფიქრებ, ადრე თუ გვიან ხომ ყველა უნდა მოვმკვდარიყავით. პირდაპირი და უშუალო მკვლელის შესახებ, იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც ასე უხვად შემოედინება და მისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, არანაირი საინფორმაციო ბრძოლა არ შეინიშნება.''-წერს ფანჯიკიძე

კომენტარი