სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამწვარია დეკორაციის საწყობი - ფოტო და ვიდეო შენობიდან

სამაუწყებლო კომპანიაში ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია დეკორაციის საწყობი. სამაშველო სამსახური "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ.

მოხდა შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია. მათ თავიანთი ძალებით გამოიტანეს კომპანიიდან ტექნიკაც.

სახანძრო სამსახურების მოსვლამდე, ისინი დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლმაქრების საშუალებით ხანძრის ჩაქრობას ცდილოდნენ.

ამ წუთებში ტელევიზიის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის 5 მანქანა მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ასევე მუშაობენ სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე დაუდგენელია, რა ზარალი მიადგა კომპანიას.


იხილე ვიდეო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100