14 წლის მოზარდი გოგონა სტაფილოს გამოყენებით გააუპატიურეს და ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა

რუსეთში 14 წლის მოზარდი გოგონა, რომელიც „პატარა მის რუსეთის“ ტიტულის მფლობელია, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო და გაითიშა. თანატოლმა ბიჭებმა ამ მომენტით ისარგებლეს და სტაფილოს გამოყენებით გააუპტიურეს, მათი ქმედება კი ვიდეოთი გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს.

მეორე დილით გოგონას არაფერი ახსოვდა, მომხდარის შესახებ კი ვიდეოს ნახვის შემდეგ შეიტყო. ეს ყველაფერი დედას უამბო, რის შემდეგაც განრისხებულმა მშობელმა პოლიციას მიაკითხა საჩივრით.

სამართალდამცველებმა 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას მის გაუპატიურებაში. 16 წლის გოგონა კი, რომელიც ვიდეოს იღებდა, მკაცრი გაფრთხილების შემდეგ სახლში გაუშვეს. დაკავებულმა ბიჭმა თავი ალკოჰოლის ზემოქმედებით იმართლა და აღნიშნა, რომ ვერ აცნობიერებდა, თუ რას აკეთებდა. ამასთან, დაზარალებული მას წინააღმდეგობას არ უწევდა, რამაც გაუმარტივა ქმედება.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის მუხლით. რაც შეეხება ინტერნეტით გავრცელებულ ძალადოვრიბ ვიდეოს, ის სამართალდამცველებმა დაუყონებლივ წაშალეს.

წყარო: life.ru

კომენტარი