სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მამა 57 წლის იყო, შვილი კი 6-ის. დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ორივე გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შვილთან ერთად სოფელ ვეჯინთან ალაზნის არხში ბანაობდა, რა დროსაც ორივე მათგანი დინებამ გაიტაცა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100