ტერაქტი ლონდონში - მეჩეთიდან გამოსულ მლოცველებში მიკროავტობუსი შევარდა

შემთვევა ღამის 00:20 საათზე მოხდა ადგილობრივი დროით. ლონდონის ფინსბერის პარკთან მდებარე მეჩეთიდან გამოსულ მლოცველებში მიკროავტობუსი შევარდა. გარდაცვლილია ერთი, რვა ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

საჭეს 48 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ლონდონში კი უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

კომენტარი