სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"და როცა გამომიგლოვებ კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი" - ივლიტა ჯიბუტის მეგობარი ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ

ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, 13 ივნისს შეწირული ივლიტა ჯიბუტის ნათესავი და მეგობარი თამარ ჯიბუტი სოციალურ ქსელში ისეთ პოსტს აქვეყნებს, ემოციებსი გარეშე ძნელია მისი წაკითხვა:

ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის - ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის - მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი - ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს...
- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.
- როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.
და მან კვლავ გაიცინა.
- და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ - ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100