სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს მაგდა ვასაძის მეუღლე „იქს-ფატორიდან“ მაგდას გაგდების შემდეგ

ნახეთ, რას წერს მაგდა ვასაძის მეუღლე გიორგი პაპკიაური მაგდას „იქს-ფატორის“ დატოვების შემდეგ:

პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა, ვინც მაგდა ვასაძეს გულშემატკივრობდა და არ აქვს მნიშვნელობა გქონდათ თუ არა სახსრები რომ მისთვის მინიჭებულ ნომერზე დაგერეკათ ,მთავარია რომ დიდ სიყვარულს არ იშურებდით…
რაც შეეხება კონკურსს... მაგდა ნამდვილად უძლიერესი ვოკალისტია და მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ქვეყანაში სადაც მსგავს მომღერლებს არ აქვთ საშუალება ჩაატარონ კონცერტები,აიწყონ კარიერა და იდგნენ დიდ სცენაზე, იძულებულნი არიან მსგავს კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა "თევზს რომელსაც ზღვა უყვარს ხმელეთზე წყლის გუბესაც დასჯერდება"
რაც შეეხება სოც ქსელში ნაჯღაბნ კომენტარებს!!!! ვიტყოდი, რომ საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც შეუძლიათ გალანძღონ,შეიზიზღონ,არ დააფასონ და ზურგი აქციონ მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანი თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებს!და ამისთვის სამწუხაროდ 0 ქულა.
საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც "ხიზილალა უნდათ და ჯონჯოლს ჭამენ")) (ევროპა)
გაბუნიას კომენტარს რაც შეეხება!? სადაც ის აღნიშნავს, რომ ეს მესიჯია მაყურებლის მხრიდან და მაგდამ ვერ მიიღო მსმენელმა მე ასე ვუპასუხებდი... ეს მესიჯია და იმას ნიშნავს, რომ ფული ერთეულებს აქვთ და არა სრულიად საქართველოს ეს შენზე უკეთ არავინ იცის.
კონკურსში მონაწილე ყველა მომღერალს ძალიან ვაფასებ,ვუსურვებ წარმატებებს და გამარჯვებას,ისინი შრომობენ და ეს უნდა დაფასდეს!მაგდა ვასაძემ კი უკვე მოიპოვა ის რისთვისაც თითოეული კონკურსანტი იბრძვის და რაც კონკურსთან კავშირში არც არის ეს ერთხმად აღიარებული პროფესიონალიზმი და განუმეორებელი ვოკალური მონაცემებია,შესაბამისად მაგდას პროექტის დატოვებით არაფერი აკლდება...
მადლობა რუსთავი2ს,x ფაქტორს... კარგი "შოუ"გამოვიდა …
მე კი როგორც მჩვევია პირდაპირ ვიტყვი ამ კონკურსში მაგდას შემდეგ, განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდი მერაბ ამზოევს, რომელმაც სამწუხაროდ პროექტი დატოვა თუმცა მაინც მყავს ჩემი ფავორიტი რომლის ძალებშიც დარწმუნებული ვარ …
პ.ს თუ კონკურსი ითვალისწინებს პროფესიონალებს მაშინ ნუ აკრიტიკებთ მომღერლებს პროფესიონალიზმის გამო და თუ პროექტი არ ითვალისწინებს პროფესიონალებს ნუ ეპატიჟებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100