სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრი გიორგი ქებურიაც დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილის შემდეგ, დარბაზიდან ჯგუფბირჟა მაფიისმეორე წევრი გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა.

მოსამართლემ ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ქებურიას 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.

ქებურიამდე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრ მიხეილ მგალობლიშვილს, რომელიც 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

კომენტარი